მიწისძვრა

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, ამჯერად - 4.5 მაგნიტუდის

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან კიდევ ერთი, ამჯერად 4.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 07:29 საათზე, აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 23 კილომეტრში დაფიქსირდა.

საქართველოს საზღვრიდან 24 კილომეტრში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა 10 აგვისტოსაც. მიწისძვრის სიდიდე 5.2 მაგნიტუდა იყო.

კომენტარები