საფეხბურთო სტადიონი

ნიდერლანდებში სტადიონზე სახურავი ჩამოინგრა

ნიდერლანდებში, ადგილობრივი კლუბის, "აზ ალკმაარის" სტადიონის სახურავი ჩამოინგრა. შემთხვევა 10 აგვისტოს მოხდა. 

BBC-ის ცნობით, სახურავის  ჩამონგრევის მიზეზი ძლიერი ქარია. შემთხვევის დროს სტადიონი ცარიელი იყო და არავინ დაშავებულა. 

სტადიონი 2006 წელს აშენდა და ის 17 000 მაყურებელს იტევს. 

"ყველანი გაკვირვებულები ვართ. შოკში ვართ და თან ძალიან ბედნიერები, რადგან არავინ დაშავებულა"- თქვა კლუბის გენერალურმა მენეჯერმა რობერტ ეენჰოორნმა

კლუბს, 15 აგვისტოს  საშინაო მატჩი უნდა ჩაეტარებინა უკრაინულ "მარიუპოლთან". სად გაიმართება ევროპა ლიგის" მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის ეს თამაში, ჯერ-ჯერობით უცნობია. 

კომენტარები