ქართული ფილმი

ოსკარზე წარდგენილი დიმიტრი ცინცაძის ფილმის "შინდისი" თრეილერი გამოქვეყნდა [Video]

დიმიტრი ცინცაძის ფილმის "შინდისი" პირველი თრეილერი გამოქვეყნდა. ფილმი საქართველოდან წელს ოსკარისთვის იბრძოლებს. 

აღნიშნული გადაწყვეტილება, 31 ივლისს, რეჟისორების, დამდგმელი მხატვრის, მსახიობების, პროდიუსერებისა და კინოკრიტიკოსებისგან დაკომპლექტებულმა 12-კაციანმა ჟიურიმ ფარული კენჭისყრის საფუძველზე მიიღო.

ფილმი 2008 წლის აგვისტოს ომზეა. 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან რუსეთის სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაეცა მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულის 17 ქართველი ჯარისკაცი. ფილმი მათ რეალურ ისტორიას ასახავს. 

კომენტარები