ტაიფუნი ჩინეთში

ჩინეთში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა

https://www.trtworld.com

ჩინეთის აღმოსავლეთით, ტაიფუნ ლეკიმას 44 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

reuters-ის ინფორმაციით, კიდევ 16 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სტიქიის ზონიდან მილიონობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. სტიქიას ძლიერი წვიმა მოყვა, რამაც მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია. 

ექსპერტების თქმით, ზარალი 2 მილიარდ დოლარს აჭარბებს. 

"სუპერ ტაიფუნი" 10 აგვისტოს ჩინეთის ჭეძიანგის პროვინციაში, ტაივანსა და შანხაის შორის არსებულ ქალაქში, ვენლინგში დაეშვა. თავდაპირველად, სიმძლავრის გამო მას "სუპერ ტაიფუნი" უწოდეს, თუმცა მიწამდე ჩამოსვლამდე მისი სიჩქარე ოდნავ შესუსტდა (187კმ/სთ).

ეს ჩინეთში წელს უკვე მეცხრე და ერთერთი ყველაზე ძლიერი ტაიფუნია.

კომენტარები