იტალიურმა მოდის სახლმა "Versace"-მ ბოდიში მოიხადა და იმ მაისურების გაყიდვა შეწყვიტა, სადაც ჩინეთის რეგიონები ჰონგ-კონგი და მაკაო დამოუკიდებელ ტერიტორიებად არის მოხსენიებული.
მოდის სახლის გამოშვებულ მაისურებზე ქვეყნებისა და მათი ქალაქების [იტალია-მილანი, გერმანია-ბერლინი] ჩამონათვალი არის გაკეთებული, თუმცა ჰონგ-კონგი და მაკაო დამოუკიდებელ ტერიტორიებად არის გამოტანილი. ამ ფაქტს მოდის სახლის კრიტიკა მოყვა სოციალური ქსელების მომხმარებლების მხრიდან, რის შემდეგაც ვერსაჩემ ოფიციალური განცხადების საშუალებით ბოდიში მოიხადა.
ბოდიში მოიხადა ვერსაჩეს კრეტიულმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დონეტალ ვერსაჩემაც.
"ძალიან ვწუხვარ იმ უიღბლო შეცდომის გამო, რომელიც ჩემმა კომპანიამ დაუშვა და რომელიც ახლა სხვადასხვა სოციალურ ქსელებში განიხილება. არასდროს მსურდა უპატივცემულობა გამომეხატა ჩინეთის ეროვნული სუვერენიტეტის მიმართ და ამიტომ პერსონალურ ბოდიშს ვუხდი მათ ასეთი უზუსტობისთვის", - დაწერა დონატელა ვერსაჩემ.
გარდა ბოდიშისა, ვერსაჩემ მაისურებს გაყიდვიდან ამოიღებს და მათ გაანადგურებს.
სოციალური ქსელების მომხმარებლების ნაწილი, განსაკუთრებით კი Weibo-ს მომხმარებლები ჩინეთში ვერსაჩეს ელჩის და ქვეყანაში პოპულარულ მსახიობის იანგ მის დაკავებული პოზიციიდან გადადგომასაც ითხოვენ. Weibo-ზე ამ მოთხოვნის შინაარსის ჰეშთეგიც შეიქნა და მას 860 მილიონი გამოყენება აქვს.
გარდა ვერსაჩესი, იდენტურ სკანდალში გაეხვნენ მოდის სახლები Givenchy და Coach. მათ ჰონგ-კონგი და ტაივანი დამოუკიდებელ ტერიტორიებად მოიხსენიეს, მოგვიანებით კი ამისთვის მათაც მოიბოდიშეს.