ცნობილი ადამიანები

ლედი გაგა აშშ-ის ქალაქებში, სადაც მასობრივი სროლა მოხდა, სასკოლო აქტივობებს დააფინანსებს

0 კომენტარი
ფოტო: Vanity Fair

პარასკევს, პოპ-ვარსკვლავმა ლედი გაგამ დაანონსა, რომ მისი ფონდი Born This Way Foundation ელ-პასოში, დეიტონში და გილროიში მომხდარი მასობრივი სროლების გამო ამ ქალაქებში სკოლის მოსწავლეებისვის შექმნილ "სასკოლო პროექტს" დააფინანსებს.

პროექტი DonorsChoose.org-თან თანამშრომლობით გაკეთდება და ის მთლიანობაში 162 კლასში განხორციელდება.

ლედი გაგამ ამის შესახებ Facebook გვერდზე დაწერა და ელ-პასოს, დეიტონის და გილროის მოსახლეობას მიმართა.

"ვუსამძიმრებ მსხვერპლების ოჯახებსა და დაზარალებულ მოსახლეობას. ყველას უნდა ჰქონდეს კანონები, რომლებიც თავს დაცულად აგრძნობინებს საზოგადოებაში. ამ მომენტში მინდა, რომ ჩემი დაბნეულობა და გაბრაზება იმედად გადავაქციო. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ".

მან ასევე ილაპარაკა მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე: 

"გთხოვთ არ შეგეშინდეთ დახმარების თხოვნის. თუ ნახავთ, რომ ახლობელი ცუდად არის, მამაცი იყავით და დაეხმარეთ, გაახსენეთ, რომ არაუშავს თუ კარგად არ არის. ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი".

პროექტი განხორციელდება დეიტონის 14 კლასში, ელ პასოს 125 კლასში და გილროის 23 კლასში. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ისწავლიან ერთად მუშაობას, გაეცნობიან ასაკისთვის შესაბამის წიგნებს, გააკეთებენ აქტივობებს, სადაც შედის ხატვა და ფოტოგრაფია. პროექტის მთავარი მიზანია, რომ ახალგაზრდებმა ისწავლონ თავიანთ მენტალურ ჯანმრთელობაზე და ახლობელ ადამიანებზე ზრუნვა. 

გასული თვეების განმავლობაში სამივე ქალაქში - ელ-პასოში, გილროისა და დეიტონში მასობრივი სროლის შემთხვევები მოხდა. ელ-პასოში 4 აგვისტოს ვოლმარტში შეირაღებულ თავდასხმას 20 ადამიანი ემსხვერპლა, 29 ივლისს გილროიში გამართულ ნივრის ფესტივალზე მამაკაცის მიერ გახსნილ ცეცხლს 4 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 4 აგვისტოს მომხდარ მასობრივ სროლას დეიტონში 10 ადამიანი ემსხვერპლა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები