უშგული

სვანური კოშკების რეაბილიტაციის მოთხოვნით უშგულში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

0 კომენტარი
ფოტო: Mariam Bakacho Khatchvani/ facebook

უშგულში რამდენიმე საათია საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა დაზიანებული კოშკების აღდგენას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას და სხვა პრობლემების მოგვარებას ითხოვეს.

ფოტო და ინფორმაცია facebook-ზე გავრცელდა. 

"სამწუხაროდ, უშგულში, ორი წლის უკან მერვე საუკუნის კოშკი მიწასთან გასწორდა, იგივე განმეორდა ერთი კვირის წინ.უშგულში, საგანგაშო მდგომარეობაში არის კოშკების და მაჩუბების 90 %, რომლებიც ამ ზამთარს ვერც კი გადაიტანენ. თვალწინ გვენგრევა საუკუნეების საგანძური, რის გამოც ათასობით ტურისტი ჩამოდის საქართველოში...თვალწინ გვენგრება ჩვენი წინაპრების სისხლიანი ხელებით ნაშენი დღემდე მოღწეული ისტორია. მე ვტირი და მტკივა თითეული გაბზარული კოშკი და მაჩუბი., რომლებიც ჩემი ბავშობის და ჩვენი წარსულის განუყრელი ნაწილია... უმორჩილესად გთხოვთ ყველას , ვისაც კი ჩვენი სამშობლო შეგტკივათ, დაგვიდეგით გვერდში",- წერს აქციის მონაწილე, ადგილობრივი მარიამ ხაჭვანი facebook-ზე

"ჩვენ ამ აქციას არანაირ პოლიტიკურ სახეს არ ვაძლევთ. ეს არის მხოლოდ გულისტკივილი, სვანეთის გულისტკივილის და მთელი საქართველოს გულისტკივილია. ყველანი დავდგეთ ერთად"- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე აქციის მონაწილეების პრეტენზიებს მიუღებელს უწოდებს. მისი თქმით, სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

"წლევანდელი წელი არის გარდამტეხი. წელს სახელმწიფო ბიუჯეტით დაიწყო ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო პროცესები. მხოლოდ წელს მიმდინარეობს 23 ძეგლის რეაბილიტაცია, რომელთა შორისაც არის კოშკები და მაჩუბები. წელს უკვე დაიწყო 30 ძეგლის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, რომელთა რეაბილიტაციაც მომავალ წელს დაიწყება. დღეის მონაცემებით, სააგენტოს მიერ მონიტორინგის შედეგად იდენტიფიცირებულია 160 პრობლემური ძეგლი. მათ მთლიან რეაბილიტაციას ვერც ადამიანური და ვერც ქვეყნის ფინანსური რესურსი ერთიანად ვერ გაწვდება. გვაქვს ხუთწლიანი გეგმა, რომ ეს ძეგლები ეტაპობრივად გაკეთდეს"- ამბობს ანთიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები