თბილისის ქუჩები, რომლებსაც 13 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 13 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

დიდუბის რაიონი

14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რობაქიძის გამზირის, აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და კარალეთის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), სოფელი ზურგოვანის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ფარნავაზის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), პეტრიწის, მიცკევიჩის, ცაგარელის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს.

13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს მთის, იყალთოს, ტეხურის, ბახტრიონის, სულხან ცინცაძის, გამრეკელის, საბურთალოს, ტაშკენტის და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხიმშიაშვილის, ცოტნე დადიანის, ხუდადოვის, თოფურიძეს, ვალენტინის, მახალდიანის, ეროსი მანჯგალაძის, ჩოხატაურის და ალილუევის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

13 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები