LGBTQ

ილინოისის შტატის საჯარო სკოლებში LGBTQ ისტორიას შეისწავლიან

2017 წლის LGBTQ პარადი ჩიკაგოში.

პარასკევს, ილინოისის შტატის გუბერნატორმა ჯ.ბ პრიცკერმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლის მიხედვით ილინოისის საჯარო სკოლებში სახელმძღვანელოებში LGBTQ თემის ისტორია შეისწავლება. 

კანონპროექტი დემოკრატიული პარტიის წევრის ანა მოილერის მიერ იყო წარდგენილი და მას ბევრმა ადამიანმა მხარი დაუჭირა.

წლის დასაწყისში კანონპროეტქის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა შტატის სენატორმა ჰეზერ სტენსმაც.

“ერთ-ერთი საუკეთესო გზა, რითიც შეგვიძლია არატოლერანტობა გადავლახოთ განათლებაა. იმედი მაქვს, რომ მოსწავლეებისთვის LGBTQ ადამიანების ისტორიაში შეტანილი წვლილის სწავლით შეიქმნება დაცული გარემო და ნაკლები ძალადობის შემთხვევები იქნება” - თქვა სენატორმა.

Equality Illinois, რომელიც შტატის ყველაზე დიდი LGBTQ ორგანიცაზიაა მხარს უჭერს ამ კანონპროექტს და ამბობს, რომ: “ ამას პოზიტიური ეფექტი ექნება სტუდენტების თვითშეფასებასთვის და მათ თანატოლებს უფრო ტოლერანტულებს გახდის.” 

კანონპროექტი ძალაში 2020 წლის ივლისიდან შევა.

კომენტარები