არტისტმა თავისი პანიკური შეტევები ნახატებსა და ილუსტრაციებში გამოხატა.
მისი თქმით, ნახატების ამ სერიის გაკეთებას ის არასდროს აპირებდა და გეგმავდა.
“როდესაც შეტევა მეწყებოდა, მაშინვე ხატვას ვიწყებდი. ვხატავდი იმას, რაც მაშინებდა და ეს შვებას მაძლევდა. შეტევისას საკუთარი თავის ხატვა ძალიან მეხმარებოდა”, - თქვა არტისტმა.