ფრანც კაფკა

ფრანც კაფკას ნახატები

0 კომენტარი

ბევრი ადამიანისთვის უცნობია, რომ ცნობილი მწერალი ფრანც კაფკა გარდა წერისა, ხატავდა კიდეც და მან ამის შესახებ უნივერსიტეტში სწავლის დროს აღმოაჩინა.

თავდაპირველად, 1902 წელს ფრანც კაფკამ პრაღის უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე ჩააბარა. თუმცა, სამ კვირაში მიხვდა რომ ქიმიის სწავლა არ უნდოდა და სამართლის ფაკულტეტზე გადავიდა. გარდა სამართლისა, უნივერსიტეტში ის სხვადასხვა ლექციებს ესწრებოდა და სტუნდეტურ კლუბებში იყო გაწევრიანებული, სადაც ლიტერატურას, არქიტექტურას, ვიზუალურ ხელოვნებასა და ხელოვნების ისტორიას სწავლობდა. სწორედ ამ პერიოდში აღმოაჩინდა კაფკამ, რომ მას ლიტერატურა და ხელოვნევა ძალიან იზიდავდა, ამიტომ წერა და ჩანახატების გაკეთება დაიწყო.

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ნახატების უმეტესობას ის თავის რვეულში ხატავდა.

რატომ მიატოვა ფრანც კაფკამ ხატვა და მწერლობას გაყვა? შესაძლოა ამაზე პასუხი მისი მეგობრის Gustav Janouch-ის წიგნში "Conversations with Kafka" ვიპოვოთ.

"მე მომწონს რომ ხატვა შემიძლია. ყოველთვის ვცდილობ ამას, თუმცა აქედან არაფერი გამოდის. ჩემი ნახატები არის ძალიან პერსონალური ჩანახატები, რომელთა მნიშვნელობას მეც კი ვერ ვხვდები", - ამბობდა კაფკა თავის მეგობართან საუბარში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები