მსოფლიო პოლიტიკა

ვლადიმერ პუტინი — 20 წელი ხელისუფლებაში

1999 წლის მსოფლიო წესრიგი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დღევანდელი გლობალური წესრიგისგან. 1999 წელს მსოფლიომ ბრიტნი სპირსი აღმოაჩინა, ამ წელს დაარსდა Napster-ი და ამავე წელს რუსეთის ხელისუფლებაში მოვიდა ვლადიმერ პუტინი.

სწორედ, 1999 წლის 9 აგვისტოს, რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ბორის ელცინმა ვლადიმერ პუტინი პრემიერ-მინისტრად დანიშნა. სუკ-ის ყოფილი თანამშრომელი, შემდგომში სანქტ-პეტერგურგის ვიცე მერი და რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტად 2000 წლის ივნისში აირჩიეს.

უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში პუტინმა ორი ვადა პრემიერ-მინისტრის რანგში ჩაატარა, ასევე, სამი ვადით იყო არჩეული პრეზიდენტად და ახლა პრეზიდენტობის მეოთხე ვადაშია. ამგვარად, პუტინს ხელისუფლების სათავეში ყოფნის 20 წელი შეუსრულდა. ამ მაჩვენებლით მან უკვე გადაუსწრო ლეონიდ ბრეჟნევს, თუმცა, ის ჯერ კიდევ არ არის რეკორდსმენი მას იოსებ სტალინი უსწრებს, რომელიც სსრკ-ს 27 წლის განმავლობაში მართავდა.

საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაცია Eurasia Group-თან არსებული, ონლაინ-პლატფორმა, GZERO Media გვთავაზობს ვიზუალურ გრაფიკს თუ როგორ იცვლებოდნენ მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოების ლიდერები, იმ დროის განმავლობაში სანამ რუსეთში ერთი ადამიანის მმართველობა გრძელდება.

კომენტარები