Bloomberg-მა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ოჯახების რეიტინგი განაახლა

ამერიკულმა გამოცემა bloomberg-მა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ოჯახების 2019 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემის ინფორმაციით, წინა წლის მსგავსად წელსაც მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ოჯახად ვოლტონების ოჯახი დასახელდა. 

ოჯახი მსოფლიოს უდიდესი სუპერმარკეტების ქსელის Walmart-ის 50%-ის მფლობელი და მმართველია. 2019 წლის განმავლობაში ოჯახის ქონება საათში 4 მილიონი დოლარით იზრდებოდა. ოჯახი ყოველ 24 საათში საშუალოდ, 100 მილიონი დოლარით მდიდრდებოდა. ამგვარად ოჯახის ჯამური ქონება 190 მილიარდ დოლარს აღემატება, რითიც სიის უპირობო ლიდერები არიან.


ფოტო: commondreams.org
 

მეორე ადგილი სიაში, ფრენკ მარსის შთამომავლებს უჭირავთ. მეოცე საუკუნის დასაწყისში ფრენკ მარსის მიერ დაარსებული საკონდიტრო კომპანია დროთა განმავლობაში ტკბილეულის გლობალური ბაზრის ლიდერი გახდა. კომპანიის 100%-ს პროცენტი დღემდე ოჯახს ეკუთვნის. წინა წლის განმავლობაში ოჯახის ქონება 37 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 126 მილიარდი დოლარი შეადგინა.


ფოტო: businessinsider.com

რეიტინგის პირველი სამეული კოხების ოჯახმა დახურა. ფრედ კოხის მიერ 1940 წელს დაარსებული კომპანია, დღეს აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კორპორაციაა. წინა წელთან შედარებით, ჩარლზ და დევიდ კოხების პოზიცია რეიტინგში გაუარესდა. ამის მიუხედავად, წინა წელს ოჯახის ქონება 25 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 125 მილიარდი დოლარი შეადგინა.


ფოტო: bbci.co.uk

რეიტინგის მეოთხე ადგილზე საუდის არაბეთის მმართველი ალ-საუდის ოჯახი გავიდა. გამოცემა ოჯახის ქონებას 100 მილიარდი დოლარით აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ საუბარია მმართველი დინასტიის მხოლოდ ვიწრო ოჯახზე. ფართო გაგებით ამ ოჯახის წევრთა რაოდენობა დაახლოებით 15 ათას ადამიანს აღემატება და მათი ჯამური ქონება მრავალჯერ აღემატება 100 მილიარდ დოლარს.


ფოტო: houseofsaud.com

სიის პირველი ხუთეული ვერტჰაიმერების ოჯახით დაიხურა. Chanel-ის დამფუძნებლის პიერ ვერტჰაიმერის შვილიშვილების ალენ და ჟერარ ვერტჰაიმერების ქონება წინა წელს, ასევე გაიზარდა და ამჟამად 57 მილიარდი დოლარი შეადგინა. 


ფოტო: businessinsider.com

ყველაზე მდიდარი ოჯახების ათეულში მოხვდა დიუმას ოჯახი, რომელთაც მოდის სახლი Hermes-ი ეკუთვნის მათი ქონება 53 მილიარდი დოლარია. ათეულში მოხვდა ვან დამის, დე მევიუს და შპელბერხების დინასტია მათი ქონება 52 მილირდ დოლარს აღემატება. 

Bloomberg-ის ცნობით, მსოფლიოს 25 უმდიდრესი ოჯახის ჯამური ქონებამ 1,4 ტრილიონ დოლარს აღემატება.

კომენტარები