ნარკოდანაშაული

ქუთაისის აეროპორტში ორ მგზავრს ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოუჩინეს

flickr

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ქუთაისის აეროპორტში, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე საბერძნეთისა და ირანის მოქალაქეების გააჩერეს. მათი ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ოფიცრებმა ნარკოტიკული (10 აბი) და ფსიქოტროპული (72 კაფსულა) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს   იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის  წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გადაეცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.  ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები