რუსთავი 2-ის საქმე

"არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი" - ნიკა გვარამიას ადვოკატი დღეს სააპელაციო საჩივარს შეიტანს

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

ნიკა გვარამიას ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დღწეს გაასაჩივრებს, თუმცა რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის უფლებადამცველს სამართლიანობის იმედი არ აქვს.

"არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლო ძირეულად შეცვლის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ალბათ დატოვებს უცვლელად და არ განიხილავს ამ საჩივარს. თუმცა ბუნებრივია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამას არ გავასაჩივრებთ. ჩვენ მაინც გავასაჩივრებთ, რათა გამოვიყენოთ ყველა ზომა“- ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.

ცნობისთვის, გვარამიას რუსთავი ორის საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად 40 000 ლარი შეეფარდა, რომელიც ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადოს. მას ასევე აეკრძალა ქვეყნის დატოვება საგამოძიებო უწყების თანხმობის გარეშე.

R2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი "5 ლარის გადახდასაც" არ აპირებს. მან მხარდამჭერებს მოუწოდა, "1 თეთრიც კი" არ ჩარიცხონ მისი გირაოს ანგარიშზე, "რადგან ეს ჩემთვის ერთადერთი მორალურად სწორი გადაწყვეტილებაა".

ნიკა გვარამია ბრალად ედება "რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დიდი ოდენობით თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისება და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვა". 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები