გეი პინგვინები

ბერლინის ზოოპარკში გეი პინგვინებმა კვერცხი იშვილეს და პირველ შვილს ელოდებიან

სკიპერი და პინგი ბერლინის ზოოპარკში.

ბერლინის ზოოპარკში ორმა გეი პინგვინმა მიტოვებული კვერცხი იშვილა და ივლისის შემდეგ მას უვლის.

ზოოპარკის წარმომადგენლის თქმით, ერთნაირსქესიანთა წყვილი, სკიპერი და პინგი, ისევე უვლიან კვერცხს, როგორც ამას ნამდვილი მშობლები გააკეთებდნენ. მისივე თქმით, კვერცხი ზოოპარკში მცხოვრებმა მდედრმა პინგვინმა მიატოვა და მას შემდეგ მის მიმართ ინტერესი არ გამოუხატავს.

პინგვინები რიგრიგობით იდებენ კვერცხს ფეხებს შორის და თავისი მუცლის ცხიმით ცდილობენ გაათბონ ის.

იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი სწორად მოხდა, სკიპერისა და პინგის შვილი სექტემბერში გამოიჩეკება.

კომენტარები