კიბერშეტევა ტვ პირველზე

ტვ პირველი: დილით ცენტრალურ სერვერზე კიბერშეტევა მოხდა, რამაც არხის პარალიზება გამოიწვია

0 კომენტარი
ფოტო: ტვ პირველი

ტვ პირველის ინფორმაციით, არხის ცენტრალურ სერვერზე კიბერშეტევა მოხდა, რამაც სრული პარალიზება გამოიწვია. 

ტელეკომპანიის განცხადებით, კიბერშეტევის გამო ეთერში ვერ გადის პოლიტიკური და საინფორმაციო გადაცემები. 

"დღეს დილით არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია არხის სრული პარალიზება, რის გამოც შეუძლებელია არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა. ეთერში ვერ გავიდა "საქმიანი დილა" და ამ დრომდე ვერ გადის არხის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები,"- წერია ტელევიზიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კითხვით, დაიწყო, თუ არა კიბერშეტევის საქმეზე გამოძიება. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

ტვ პირველის დამფუძნებელი და დირექტორი ვატო წერეთელი პროკურატურამ გამოკითხვაზე 6 აგვისტოს დაიბარა, თუმცა მისივე მოთხოვნით, ის მაგისტრი მოსამართლის წინაშე საქალაქო სასამართლოში 8 აგვისტოს დაიკითხა.

მისივე თქმით, პროკურორების შეკითხვები TBC ბანკის გახმაურებულ საქმეს ეხებოდა. 

ვატო წერეთელი ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის შვილია, რომელიც თავის მხრივ, ერთერთი მთავარი ფიგურაა იმ ტრანზაქციებში, რაზეც პროკურატურა TBC ბანკის დამფუძნებლებს ედავება და რის გამოც საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენებს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 - 700 000 ლარი შეუფარდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები