სიდნეი

სიდნეის ცენტში დანით შეიარაღებულმა კაცმა ქალი დაჭრა, ის თვითმხილველებმა დააკავეს [Video]

სიდნეის ცენტრში, დანით შეიარაღებული კაცი გამვლელებს თავს დაესხდა და ქალი დაჭრა. ამის შესახებ BBC წერს

"ალაჰ აკბარ", "მესროლეთ" - ყვიროდა კაცი ქალის დაჭრის შემდეგ. ის თვითმხილველებმა დააკავეს. პოლიციის თქმით, "კაცის სურვილი, მრავალგზის დანაშაული ჩაედინა, აღკვეთილია".

დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია. 

თავდამსხმელის მოტივი ჯერ უცნობია. აღსანიშნავია, რომ პოლიციამ ახლოს მდებარე ბინაში დანით მოკლული ქალის გვამი იპოვა, თუმცა ჯერ უცნობია კავშირშია თუ არა ეს საქმე დაკავებულ კაცთან. 

კომენტარები