საქართველოს ეკონომიკა

ივლისში მგზავრთა ნაკადი შემცირდა, თუმცა 2019 წლის პირველ 7 თვეში ნაკადი 12%-ით გაიზარდა

ამბროლაურის აეროპორტი
FB ამბროლაურის აეროპორტი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, წინა წლის ივლისთან შედარებით, მიმდინარე წლის ივლისში, საქართველოს აეროპორტების მგზავრთა ნაკადი 7,3%-ით შემცირდა. სულ ივლისში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობამ 571,848 შეადგინა.

  • თბილისის საერთაშორისო აეროპორტი — 384,638 მგზავრი, -10%;
  • ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი — 100,432 მგზავრი, -9,7%
  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი — 85,738 მგზავრი, +14%

დიდი ალბათობით, ივლისში მგზავრთა ნაკადის შემცირება რუსეთის მიერ საქართველოსთან ავია მიმოსვლის შეჩერებას უკავშირდება.

2019 წლის ივლისის მონაცემებით, მგზავრთა ნაკადი გაზრდილია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და ასევე, ორ რეგიონულ მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებში.

რაც შეეხება, 2019 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებს, სულ ამ პერიოდში საქართველოს აეროპორტების მგზავრთა ნაკადი 18%-ით გაიზარდა, 2,486,780 მგზავრი შეადგინა. ჯამურად 2019 წლის პირველ 7 თვეში ქართული აეროპორტების მგზავრთა ნაკადი 12%-ით არის გაზრდილი.

კომენტარები