მაშველები

მაშველებმა მცხეთაში ტყეში დაკარგული კაცი იპოვეს

მაშველებმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელუბნის მიმდებარედ, ტყეში დაკარგული 66 წლის კაცი იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მამაკაცის დაკარგვის შესახებ შეტყობინება 112-ში შევიდა.

"ადგილზე დაუყონებლივ გავიდნენ მეხანძრე-მაშველები. მაშველებმა რამდენიმესაათიანი საძიებო სამუშოების შემდეგ, მამაკაცი უვნებლად იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება" - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

კომენტარები