ავტოინდუსტრია

ჩინეთში ავტომობილების გაყიდვები კლებას განაგრძობს

GETTY

ივლისში ჩინეთში ავტომობილების გაყიდვები კვლავ შემცირდა. ჩინეთის ავტომწარმოებელთა ასოციაციის ცნობით, კლებამ 3.9% შეადგინა და 1.53 მილიონ ერთეულამდე დაეცა.

უკვე მე-13 თვეა, რაც ჩინეთის ავტომობილების ბაზარი მცირდება. კლების მთავარი მიზეზები ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელება, გამონაბოლქვზე გაზრდილი რეგულაციები და სავაჭრო ომებია.

ავტომწარმოებლებისთვის ტრენდი თავის ტკივილის საფუძველია, რადგანაც ჩინეთი მსოფლიოს ყველაზე დიდი საავტომობილო ბაზარია.

ვითარებას ემატება ისიც, რომ დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ მომდევნო თვიდან 300 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციას 10%-იან ტარიფს დაუწესებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, სავაჭრო ომი აისახება როგორც ჩინეთის, ისევე გლობალურ ეკონომიკაზე.

კომენტარები