მიანმარი

მიანმარში მეწყერს 59 ადამიანი ემსხვერპლა

AFP

მიანმარის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მიანმარში მეწყერს, სულ მცირე, 59 ადამიანი ემსხვერპლა.

მიანმარის მონის შტატში მეწყერი 9 აგვისტოს ჩამოწვა. წვიმა და ტალახი ხელს უშლიდა სამაშველო სამუშაოებს. წვიმამ წყალდიდობა, სახლების დატბორვა და დანგრევა გამოიწვია.  

გაეროს ინფორმაციით, 80 000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია.

სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.   

კომენტარები