თბილისის ქუჩები, რომლებსაც 14 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 14 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს. 

დიდუბის რაიონი

14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, აკაკი წერეთელის გამზირის, რობაქიძის გამზირის, ქსნის და კარალეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, უცნობ გმირთა, ვარდისუბნის, ქვიშხეთის და არბოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, ჩერნიშევსკის, არჩილ ქურდიანის, ზაქარია ქურდიანის, ივანე ჯავახიშვილის, ჩიქობავას და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, სააკაძის მოედნის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივანის, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, სოფელი დიღმის და ბოჭორიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიხეილ თამარაშვილის და იოველ ქუთათელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

13 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების და იასამნის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის მეურნეობის, მშვიდობის და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რიყეს მიმდებარე ტერიტორიის, ღვინის აღმართის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის და იოზეფ პილსუდსკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხევძმარის, ქერჩის და დავით სარაჯიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთისა და სოფელი ბეთანიას მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები