მანჩესტერ სიტი

მანჩესტერ სიტი სატრანსფერო აკრძალვას გადაურჩა, თუმცა ფულად ჯარიმას გადაიხდის

Getty Images

18 წლამდე ფეხბურთელების ტრანსფერებთან და კონტრაქტების გაფორმებასთან დაკავშირებული დარღვევების გამო, მანჩესტერ სიტი FIFA-მ 315 ათასი ფუნტი სტერლინგით დააჯარიმა.

ამისდა მიუხედავად, კლუბი სატრანსფერო აკრძალვას გადაურჩა.

მსგავსი დარღვევების გამო FIFA-ს სანქციების სიმკაცრე თავის თავზე ლონდონის ჩელსიმ გამოცადა - "არისტოკრატებს" 460 ათასი ფუნტის გადახდა მოუწიათ და ერთი წლის მანძილზე ფეხბურთელების შეძენა აეკრძალათ.

FIFA-ში აცხადებენ, რომ სიტიმ დარღვევების გამო საკუთარი პასუხისმგებლობა სცნო. კლუბის განცხადებით, პრობლემა რეგულაციების არასწორმა ინტერპრეტაციამ წარმოშვა.

კომენტარები