The Little Mermaid

ჰარი სტაილსი THE LITTLE MERMAID-ში პრინცი ერიკის როლს შეასრულებს

DisInsider-ის ინფორმაციით, ჰარი სტაილსი The Little Mermaid-ის ეკრანიზაციაში პრინცი ერიკის როლზე დამტკიცდა.

ჰარი სტაილსი 2016 წლამდე One Dirction-ის სოლისტი იყო, ამის გარდა მას მცირე როლი აქვს შესრულებული კრისტოფერ ნოლანის დანკირკში.

დისნეის ეკრანიზაციაში არიელის როლს ჰოლი ბეილი შეასრულებს, ხოლო არიელის ბოროტი მამიდის ურსულას როლს მელისა მაკკარტი შეასრულებს.

The Little Mermaid-ის ეკრანიზაციის რეჟისორი რობ მარშალია, ხოლო სცენარისტი დევიდე მეჯი. დისნეის ანიმაცია პირველად 1989 წელს გამოვიდა და მან დისნეის ძალიან დიდი წარმატება მოუტანა.

კომენტარები