მსოფლიო პოლიტიკა

რისი ეშინიათ ევროპელებს

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა პოლიტიკური და საზოგადოებრივი განწყობები მთელს მსოფლიოში და განსაკუთრებით შესამჩნევი ეს ცვლილება ევროპაშია.

თუ კი ოდესღაც ევროკავშირის მოსახლეობას, ზესახელმწიფოების სამხედრო დაპირისპირების, ბირთვული ომის ან ეკონომიკური კრიზისის ეშინოდა, დღეს ეს ვითარება რადიკალურად შეცვლილია. 

გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ დღეს ბლოკის მოსახლეობისა და მისი ხელმძღვანელების წინაშე არსებული გამოწვევებიდან მიგრანტებისა და ლტოლვილების საკითხი არის პირველადი მნიშვნელობის.

ამ საკითხებთან ერთად შეიცვალა პოლიტიკური ველიც, მოსახლეობის ნაწილის ქსენოფობიურ და რასისტულ განწყობებზე, კაპიტალიზებას არაერთი პოლიტიკური ძალა შეეცადა, რამოდენიმე მათგანი ევროკავშირის სახელმწიფოების მმართველადაც მოგვევლინა.

არაბული გაზაფხულის დაწყების შემდეგ, მსოფლიოში რამდენიმეჯერ გაიზარდა ლტოლვილთა და მიგრანტთა რაოდენობა. აფრიკელი და ახლო აღმოსავლელი მიგრანტების აბსოლიტური უმრავლესობა კი ომს და გაჭირვებას სწორედ, ევროპაში უფრო ზუსტად კი ევროკავშირში გაურბის. 

2000 -იანი წლების დასაწყისში და შემდეგ სირიის სამოქალაქო ომის პარალელურად ისლამისტი რადიკალების მიერ განხორციელებულმა რამდენიმე ათეულმა შემზარავმა ტერორისტულმა აქტმა, ევროპის კონტინენტზე, კიდევ უფრო გაამყარა და გაზარდა შიში ისლამისტი რადიკალების მიმართ. 

საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაცია Eurasia Group-თან არსებული, ონლაინ-პლატფორმა, GZERO Media გვთავაზობს, ევროკავშირის მოსახლეობის ყველაზე გავრცელებული შიშების ჩამონათვალს.

კომენტარები