რუსეთი

რუსმა სტუდენტებმა მსოფლიოში პირველი უპილოტო კატაფალკი შექმნეს

https://c.wallhere.com

რუსეთში, ციმბირელმა სტუდენტმა მსოფლიოში პირველი და ჯერჯერობით უნიკალური უპილოტო კატაფალკი (მიცვალებულის გასასვენებელი ავტომობილი) შექმნეს. მიცვლაბულის გასასვნებელი უპილოტო აპარატი, სტუდენტებმა ლადა კალინას ბაზაზე შექმნეს. ტრანსპორტს 5კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია.

ასე გამოიყურება მსოფლიოში პირველი უპილიტო კატაფალკის ესკიზი
ფოტო: avtonet.ru

ტექნოგიური ინოვაცია სტარტაპების მხარდამჭერი სახელმწიფო ფონდის ავტონეტის სტრუქტურის ფარგლებში შეიქმნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, უპილიტო კატაფალკის პროექტი ჯერ კიდევ საჭიროებს დამუშავებას და ნოვატორები შეეცდებიან გაზარდონ მიცვალებულების გადასაყვანი სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური სიჩქარე.

ამ დროისთვის უპილოტო კატაფალკის გამოყენება მხოლოდ სასაფლაოების ტერიტორიაზე მიცვალებულთა გადასაყვანად შეიძლება, თუმცა სავალი სიჩქარის გაზრდის შემთხვევაში ორგანიზაციაში არ გამორიცხავენ, რომ ახალ ტექნოლოგიურ მიღწევას სხვა დანიშნულებაც გამოუნახონ.

ცნობისთვის, რუსეთში აქტიურად მიმდინარეობის უპილოტო სატრანსპორტო საშუალებების განვითარების პროექტი. წინა წლის ბოლო კომპანია იანდექსმა ერთი წლის ვადაში 100 უპილოტო ტაქსის გატესტვა დააანონსა. მომავალში საცდელი რეჟიმის ჩატარება მოსკოვის გარდა რუსეთის კიდევ 10 რეგიონში იგეგმება.

კომენტარები