რუსთავში კაცმა ურთიერთშელაპარაკების დროს დაჭრა ძმა, ხოლო გაშველების მცდელობის დროს ცოლი.
"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა ძმას - 1977 წელს დაბადებულ კ.რ.-ს და მეუღლეს - 1978 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, რომელიც მათ გაშველებას ცდილობდა.
დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაეწიათ. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება"- აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11-პრიმა 120-ე მუხლით მიმდინარეობს.