ტურიზმი

ეკონომიკის მინისტრი: Ryanair-ის შემოსვლასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში კარგ სიახლეს გაიგებთ

Ryanair

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, საქართველოში ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ის შემოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა.

"უახლოეს დღეებში ძალიან კარგ სიახლეებს გაიგებთ ჩვენგან. არ დავასწრებ მოვლენებს”, – თქვა პირველი არხის ცნობით, ნათია თურნავამ.

აქვე შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია Wizzair-მა 12 ახალი მიმართულების დამატება 2020 წლის მეორე ნახევრისთვის გადადო.

კომენტარები