ლედი გაგა

ლედი გაგას პლაგიატში ადანაშაულებენ

GETTY

მუსიკალური პლატფორმის, Soundcloud-ის მომხმარებელი სტივ რონსენი ლედი გაგას პლაგიატში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ლედი გაგას სიმღერა Shallow მის სიმღერას Almost-ს გავს.

სტივ რონსენმა ET-სთან ინტერიუში თქვა: 

"ბევრი ადამიანისგან გავიგე, რომ სიმღერა Shallow გავს ჩემს სიმღერას. მე მიყვარს ლედი გაგა და მინდა, რომ ეს ამბავი გავარკვიოთ".

სიმღერა Almost ხუთი წლის წინ Soundcloud-ზე გამოქვეყნდა და მას 300 მოსმენაზე მეტი აქვს.

ლედი გაგას გუნდმა უარყო ბრალდებები - ამის შესახებ კომენტარი ET-თან მისმა ადვოკატმა გააკეთა.

"ბატონი რონსენი და მისი ადვოკატი ცდილობენ, რომ ადვილი ფული გააკეთონ წარმატებული მომღერლისგან. ეს არის სამარცხვინო და არასწორი. მე პატივს ვცემ ლედი გაგას, რადგან აქვს გამბედაობა, რომ იბრძოლოს იმ წარმატებული ხელოვანების სახელით, რომლებიც იგივე სიტუაციაში არიან".

ლედი გაგამ სიმღერა Shallow-თვის ორი გრემი და ერთი ოსკარი მიიღო.

კომენტარები