იაპონია

იაპონიაში ძლიერ სიცხეს 23 ადამიანი ემსხვერპლა, 12 751 კი ჰოსპიტალიზებულია

https://artsakhpress.am

იაპონიაში ძლიერ სიცხეს ბოლო კვირის განმავლობაში 23 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 12 751 ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ japantimes ქვეყნის სახანძრო-სამაშველო სამსახურზე დაყრდნობით წერს. 

სტატისტიკა 5-11 აგვისტოს მონაცემებს შეადგენს.. ამ დღეების განმავლობაში ქვეყანაში ტემპერატურამ 39 გრადუსს მიაღწია. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლით ტოკიო ლიდერობს, სადაც 1500-მდე ადამიანი მოათავსეს.

29 ივლისიდან 4 აგვისტომდე სამედიცინო დახმარება 18 347 ადამიანს დასჭირდა. 

დაახლოებით 400 პაციენტს ისეთი სიმპტომები აღმოაჩნდათ, რომელთა მკურნალობას 3 კვირა სჭირდება. დანარჩენ 4 554 ადამიანს კი რეაბილიტაციისთვის შედარებით ნაკლები დრო დასჭირდება. 

დაზარალებულების 54.9 პროცენტის ასაკი 65 წელია, ან მეტი. 

ექსპერტების თქმით, უჩვეულო სიცხე იაპონიაში რამდენიმე კვირა კიდევ გაგრძელდება. 

კომენტარები