A$AP Rocky

A$AP ROCKY შვედეთის სასამართლომ დამნაშავედ ცნო

CNN

ამერიკელი რეპერი A$AP Rocky შვედეთის სასამართლომ სტოკჰოლმში მომხდარ ჩხუბში მონაწილეობისთვის და 19 წლის მუსტაფა ჯაფარისთან ფიზიკურად დაპირისპირებისთვის დამნაშავედ ცნო.

სასამართლოს გამოტანილ ვერდიქტში წერია, რომ რეპერი და მისი ორი დაცვის წევრი თავდაცვის რეჟიმში არ მოქმედებდნენ.

A$AP Rocky-სა და მისი დაცვის წევრებისთვის სასამართლოს პატიმრობა არ შეუფარდებია, მათ ჯერჯერობით 19 წლის მუსტაფა ჯაფარისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება დაეკისრათ.

რეპერი სახელად რაკიმ მეირსი სტოკჰოლმში 3 ივლისს დააკავეს, მას შემდეგ რაც ის და თავისი ორი დაცვის წევრი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მუსტაფა ჯაფარს. A$AP Rocky-ს თქმით, ის და მისი დაცვის წევრები თავდაცვის რეჟიმში მოქმედებდნენ, რადგან მათ ქუჩაში აედევნენ და ერთ-ერთმა დაცვის წევრს ჩხუბი დაუწყო.

A$AP Rocky და მისი დაცვის წევრები შვედეთის სასამართლომ 2 აგვისტოს საბოლოო ვერდიქტის გამოცხადებამდე გაათავისუფლა და ისინი ამერიკაში დაბრუნდნენ.

კომენტარები