ლარის კურსი

დოლარის ოფიციალური კურსი ₾2.91-ზე რჩება

ტაბულა

ეროვნული ბანკის ცნობით, 14 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი დოლარსა და ევროსთან მიმართებით მცირედითაა შეცვლილი. აშშ დოლართან ლარი 0.31 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი 0.50 თეთრით გამყარდა.

ოფიციალური კურსით, ერთი დოლარი 2.9121 ლარი ეღირება, ერთი ევრო კი 3.2572 ლარი.

ლარი მცირედით გაუფასურდა თურქულ ლირასა და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც.

ივნისის პირველ ორ კვირაში გამყარების შემდეგ, ლარმა 14 ივნისიდან გაუფასურება განაგრძო და 1 აგვისტოს დოლართან მიმართებით რეკორდულ მინიმუმამდე, 2.9718-მდე დაეცა. 1 აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა და აქედან 32.8 მილიონი გაყიდა, რასაც ლარის ოდნავი გამყარება, შემდეგ კი კვლავ გაუფასურება მოჰყვა.

კომენტარები