თბილისის ქუჩები, რომლებსაც 15 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

ხვალ, 15 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

დიდუბის რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), მირცხულავას, გაფრინდაულის, ყიფიანის, გვეტაძის, ბოხუას, ჭიაურელის და ლუბლიანას ქუჩების მაცხოვრებლებს.

14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), ქსნის და კარალეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მუხიანის ნაკვეთების, მეტრო „ღრმაღელე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის ხევის, სანზონის, ღრმაღელეს, სანერგეს, ქსნის, ჩარგლის, ქვიშხეთის, ისაკიანის, ავშნის, ნიჟარაძის, ავალიშვილის, ნუშის, ჯანაშიას, ხევძმარის, რომელაშვილის, მუხიანის, მონადირეს, ფირცხალავას და გობრონიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, მისის დასახლების, სამხედრო გზატკეცილის, სოფელი დიღმის, ფარნავაზის გამზირის და მიხა ხელაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, ბოჭორიშვილის, ოჟიოს, კოსტავას და მიროტაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და აეროპორტის დასახლების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთისა და სოფელი ბეთანიას მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შოთა ნიშნიანიძის, სანაპიროს, აბანოს, ბოტანიკურის, სამღებროს, საადის, გორგასლის და ირგვლივის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ანგია ბოჭორიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის, თიანეთის გზატკეცილის, გაგარინის, ვართაგავას, მორეტის, მამკოდის, ქერჩის და ბიჭვინთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარნოვის და მცხეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები