ვალების რესტრუქტურიზაცია

სალია ვალების რესტრუქტურიზაციაზე: ვაპირებთ დავიწყოთ მოლაპარაკება ფინანსთა სამინისტროსთან

0 კომენტარი

რუსთავი 2-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ამბობს, რომ მზად არის, მიიღოს ფინანსთა მინისტრის მიერ ვალების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული შეთავაზება. 

სალიას თქმით, ამ ვალების გასტუმრება სწრაფად ვერ მოხდება და ის კომპანიებს ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება. 

"ფინანსთა მინისტრის შეთავაზება იყო, რომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მოხდეს გრაფიკის წარმოდგენა, თუ რა სახით შეიძლება დაფარონ ტელეკომპანიებმა ეს საგადასახადო ვალდებულება. ცხადია, რომ სწრაფად ამ ვალების გასტუმრება ვერ მოხდება და ეს ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება კომპანიებს. ეს, ალბათ, ყველას ესმის დღეს. ჩვენ ვაპირებთ უახლოეს დღეებში დავიწყოთ მოლაპარაკებები ფინანსთა სამინისტროსთან და შემოსავლების სამსახურთან და გამოვნახოთ ყველაზე ეფექტური გზა, რომელიც კომპანიას ხელს შეუწყობს, რომ მან საქმიანობა გააგრძელოს და არ იყოს შეზღუდული ამ კუთხით,"- ამბობს პაატა სალია. 

ფინანსთა სამინისტროსთან მოლაპარაკებებს აპირებს ტელეკომპანია იმედიც. 

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, 14 აგვისტოს იმ ტელეკომპანიებზე ისაუბრა, რომლებსაც სახელმწიფოს ვალი აქვთ და მათ ამ დავალიანების რესტრუქტურიზაცია შესთავაზა. მაჭავარიანმა რუსთავი 2-ს, იმედსა და მაესტროს მოუწოდა, რომ მათ ფინანსთა სამინისტროს მიაწოდონ გრაფიკი, რომლის მიხედვითაც ძველი ვალების გადახდას დაიწყებენ. მაჭავარიანის თქმითვე, ტელეკომპანიებმა მიმდინარე დავალიანებების გადახდა დღესვე უნდა დაიწყონ. 

მინისტრმა ტელეკომპანიების იმ ვალების რაოდენობაც გაასაჯაროვა, რომელიც მათ 2016 წლის შემდეგ აქვთ:

რუსთავი 2 - 28 მილიონი ლარი, იმედი - 19 მილიონი ლარი და მაესტრო - 8 მილიონი ლარი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები