რუსეთი

მოსკოვში აქციების დაწყებიდან დღემდე დემონსტრანტები ჯამურად 5 მილიონი რუბლით დააჯარიმეს

ევგენი ფელდმანი / მედუზა

ერთი თვის წინ რუსეთის დედაქალაქში, საქალაქო დუმის არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრირების მოთხოვნით პირველი აქცია გაიმართა. მას შემდეგ, მოსკოვში საპროტესტო აქციები ყოველკვირეულად იმართება. მათ შორის, ბოლო მიტინგი, 10 აგვისტოს ყველაზე ხალხმრავალი იყო.

ამ პერიოდის განმავლობაში სისხლის სამართლის საქმე 20 მოქალაქის წინააღმდეგ აღიძრა, 100-ზე მეტ მოქალაქეს შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა. ამ პერიოდში დემონსტრანტებისთვის დაკისრებული ჯარიმების ჯამური რაოდენობა 5 მილიონი რუბლია. (75 ათასი დოლარი). 

ამ თანხის თითქმის მეოთხედი, ლიუბოვ სობოლზე მოდის. საქმე იმაშია, რომ სობოლი მცირეწლოვანის დედაა და რუსეთის კანონმდებლობით ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობის საკითხი ვერ დადგება.

სობოლს არა, მაგრამ პერიოდულად სხვადასხვა ადმინისტრაციული მუხლებით აპატიმრებენ არასისტემური ოპოზიციის დანარჩენ ლიდერებს. მათი უმრავლესობა ამ წუთისთვისაც ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება.

კომენტარები