A$AP Rocky

“იმედგაცრუებული ვარ” - A$AP Rocky სასამართლოს ვერდიქტს გამოეხმაურა

Pitchfork.com

ამერიკელი რეპერი A$AP Rocky შვედეთის სასამართლოს მიერ გუშინ გამოტანილ საბოლოო ვერდიქტს გამოეხმაურა.

საკუთარ ინსტაგრამზე A$AP Rocky-მ დაწერა, რომ ის იმედგაცრუებულია.

”რა თქმა უნდა იმედგაცრუებული ვარ ვერდიქტით. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო ისევ, ჩემს ფანებს, ჩემს მეგობრებს და ყველას, ვინც სიყვარული მანახა ამ რთულ დროს. მე ვმოძრაობ წინ. მადლობა ჩემს გუნდს, ჩემს მენეჯმენტს, ადვოკატებს და ყველას, ვინც სამართალს იცავდა”, - თქვა რეპერმა.

გუშინ, A$AP Rocky შვედეთის სასამართლომ სტოკჰოლმში მომხდარ ჩხუბში მონაწილეობისთვის და 19 წლის მუსტაფა ჯაფარისთან ფიზიკურად დაპირისპირებისთვის დამნაშავედ ცნო.

სასამართლოს გამოტანილ ვერდიქტში წერია, რომ რეპერი და მისი ორი დაცვის წევრი თავდაცვის რეჟიმში არ მოქმედებდნენ.

A$AP Rocky-სა და მისი დაცვის წევრებისთვის სასამართლოს პატიმრობა არ შეუფარდებია, მათ ჯერჯერობით 19 წლის მუსტაფა ჯაფარისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება დაეკისრათ.

რეპერი სახელად რაკიმ მეირსი სტოკჰოლმში 3 ივლისს დააკავეს, მას შემდეგ რაც ის და თავისი ორი დაცვის წევრი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მუსტაფა ჯაფარს. A$AP Rocky-ს თქმით, ის და მისი დაცვის წევრები თავდაცვის რეჟიმში მოქმედებდნენ, რადგან მათ ქუჩაში აედევნენ და ერთ-ერთმა დაცვის წევრს ჩხუბი დაუწყო.

კომენტარები