რუსეთი

მოსკოვთან ურალის ავიახაზების თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში ავარიულად დაეშვა

REUTERS

15 აგვისტოს რუსეთში მოსკოვთან ურალის ავიახაზების თვითმფრინავი A321, რომელშიც 233 ადამიანი იმყოფებოდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში სიმინდის ყანაში ავარიულად დაეშვა. ავიახაზების ინფორმაციით, ავარიულად დაშვების მიზეზი თვითმფრინავის ძრავაში მოყოლილი ფრინველები იყო. 

Tass-ის ინფორმაციით, დაშავებულია 55 ადამიანი, მათ შორის 17 ბავშვი. 6 ადამიანი, აქედან 5 ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. Interfax-ის ინფორმაციით, ერთი მგზავრი სერიოზულად დაშავდა. 

რუსეთის სამოქალაქო ავიაციის სპიკერის ელენა მიხეიევას თქმით, თვითმფრინავის ძრავა გამორთული იყო მაშინ, როდესაც თვითმფრინავი დაეშვა. 

"აფრენიდან 5 წამის შემდეგ მარჯვენა მხარეს შუქი აინთო და დამწვრის სუნი იგრძნობოდა. შემდეგ დავეშვით და ყველა გაიქცა," - განაცხადა ერთერთმა მგზავრმა სახელმწიფო ტელევიზიაში. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

თვითმფრინავი რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ სიმფეროპოლში მიფრინავდა.

კომენტარები