ზუგდიდი

ზუგდიდში, დედამთილის გაქურდვისთვის დაკავებულ ქალს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

0 კომენტარი

დედამთილისთვის ფულის მოპარვის გამო დაკავებულ ქალს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. საქმეზე სასამართლო სხდომა გუშინ გაიმართა.

მოსამართლე დავით კეკენაძის გადაწყვეტილებით, ბრალდებულ ქალს სასჯელის სახით 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა განესაზღვრა.

შემთხვევა 13 აგვისტოს მოხდა. ქალმა დედამთილს 7000 ლარამდე მოპარა, რის შემდეგაც ოჯახის კუთვნილი მანქანის გატაცება და მიმალვა სცადა. ქალი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მან დანაშაული აღიარა. 

ამოღებული თანხა დედამთილს სრულად დაუბრუნდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები