ფულადი გზავნილები

რომელი ქვეყნებიდან შემოდის ყველაზე დიდი რაოდენობის ფულადი გზავნილები

კასპერ პემპელი / REUTERS

ეროვნული ბანკის ონფორმაციით, 2019 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 7%-ით გაიზარდა. გაზრდილია ფულადი გზავნილების რაოდენობა ევროკავშირიდან, რუსეთიდან კი შემცირებული. ამისდა მიუხედავად, ცალკცეული ქვეყნების სიას მაინც რუსეთი ლიდერობს, რომელსაც მოსდევს იტალია, საბერძნეთი, აშშ და ისრაელი.

10 ქვეყანა, საიდანაც ივლისში ყველაზე დიდი რაოდენობით ფულადი გზავნილები შემოვიდა:

  1. რუსეთი - 38.98 მილიონი აშშ დოლარი, მთლიანი მოცულობის 25.22%
  2. იტალია - 20.87 მლნ, 13.5%
  3. საბერძნეთი - 16.96 მლნ, 10.98%
  4. აშშ - 15.94 მლნ, 10.32%
  5. ისრაელი - 14.35 მლნ, 9.29%
  6. თურქეთი - 8.66 მლნ, 5.6%
  7. ესპანეთი - 4.52 მლნ, 2.93%
  8. გერმანია - 4.36 მლნ, 2.82%
  9. უკრაინა - 3.96 მლნ, 2.57%
  10. პოლონეთი - 2.95 მლნ, 1.91%

კომენტარები