გალერია თბილისი

გალერია თბილისში სავენტილაციო სისტემას ამოწმებენ, სავაჭრო ცენტრის გახსნის დრო უცნობია

Commersant.ge

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გალერია თბილისში სავენტილაციო სისტემებს ამოწმებენ.

"სავაჭრო ცენტრის გახსნის ზუსტი დრო გამოქვეყნდება დღის მანძილზე. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო" - აცხადებს გალერია თბილისის ადმინისტრაცია.

გუშინ საღამოს, გალერია თბილისის ტექნიკურ სივრცეში, სავენტილაციო სისტემის ერთ-ერთი დანადგარი დაიწვა, რამაც სავაჭრო ცენტრის დაკვამლიანება გამოიწვია. 

"გალერია თბილისის ტექნიკურმა სამსახურმა ძალიან სწრაფად შეძლო ალის ჩაქრობა. ასევე დაუყოვნებლივ მოხდა შენობაში მყოფი ადამიანების ევაკუაცია. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა და არ დაზიანებულა ქონება. ამ ეტაპზე უცნობია შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა" - აცხადებს გალერია თბილისი.

კომენტარები