უაქციზო სიგარეტი

შემოსავლების სამსახური: ბათუმსა და სარფში 4,493 ღერი უაქციზო სიგარეტი ამოვიღეთ

Reuters

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ქალაქ ბათუმსა და სარფში აქციზური მარკის სავალდებულო ნიშნადებას დაქვემდებარებული, ჯამში 4,493 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

კომენტარები