სექსუალური შევიწროება

კეტი პერის სექსუალურ შევიწროებაში თინა კანდელაკიც ადანაშაულებს

0 კომენტარი

ამერიკელ შემსრულებელს, კეტი პერის, სექსუალურ შევიწროებაში ახლა უკვე რუსი ჟურნალისტი თინა კანდელაკიც ადანაშაულებს. 

თინა კანდელაკი Telegram-ზე კეტი პერის ერთერთი სიმღერის კლიპში Teenage Dreams-ში მონაწილე მსახიობისა და მოდელის, ჯოშ კლოსის, განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ამერიკელ მომღერალს ასევე ადანაშაულებს სექსუალურ შევიწროებაში. 

თინა კანდელაკი წერს, რომ ის და კეტი პერი ერთად იმყოფებოდნენ წვეულებაზე, სადაც მომღერალი მის შეხებასა და კოცნას ცდილობდა. ინფორმაციას ამის შესახებ NME რუსულ გაზეთზე დაყრდნობით ავრცელებს. 

"ერთხელ კეტი პერისთან ერთად დახურულ წვეულებაზე ვიყავი მიწვეული, სადაც მან თავისი ვნების გამოსავლენ ობიექტად მე ამირჩია. მე თავის დაღწევა მოვახერხე. დიდი ხნის ძალისმიერმა ვარჯიშმა შედეგი გამოიღო და კეტიმ იმ წამსვე იპოვა ახალი მსხვერპლი (ო, სამწუხაროდ, ისევ მდედრობითი სქესის) კოცნებისთვის, ჩახუტებებისა და ბინძური ცეკვებისთვის. რამდენადაც ვიცი, წვეულებაზე არავინ დაზარალებულა, თუმცა მისი უბედური თაყვანისმცემლებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში ყველაფერს ჩუმად ინახავდნენ, ახლა უცბად გაიხსენონ თავიანთი შებღალული ღირსების შესახებ," - წერს თინა კანდელაკი.

რამდენიმე დღის წინ მოდელმა და მსახიობმა, ჯონ კლოსმა, რომელიც 2010 წელს გამოშვებულ კლიპში Teenage Dream მონაწილეობს, Instagram-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც კეტი პერი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. კლოსი წერს, რომ ერთერთ წვეულებაზე კეტი პერიმ მოულოდნელად და გაუფრთხილებლად მას საცვალი ჩახადა, რათა ირგვლივ მყოფი ადამიანებისთვის მისი გენიტალიები ეჩვენებინა. მოდელის თქმით, იმ პერიოდში, როცა ეს მოხდა, მას კეტი პერი მოსწონდა. 

"რასელთან დაშორების შემდეგ კეტი პერის რამდენჯერმე შევხვდი. ამჯერად ჩემი მეგობარიც წავიყვანე, რომელიც კვდებოდა, ისე უნდოდა მისი ნახვა. ჯონი იუჯეკის დაბადების დღის წვეულება იყო და როდესაც მას შევხვდი, ერთმანეთს ჩავეხუტეთ და მაშინ ჯერ კიდევ მომწონდა. თუმცა, როდესაც მოვტრიალდი, რომ ის ჩემი მეგობრისთვის წარმედგინა, მან ადიდასის შარვალი და საცვლები ჩამხადა, რათა მისი მეგობრებისთვის და ირგვლივ მყოფი საზოგადოებისთვის, ჩემი პენისი ეჩვენებინა. წარმოგიდგენიათ, რამდენად საცოდავად და შერცხვენილად ვგრძნობდი თავს?" - წერს კლოსი. 

მომღერალი ბრალდებებს არ გამოხმაურებია.  

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები