ბაკურიანში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა

bpn.ge

ბაკურიანში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა. მამაკაცი 56 წლის იყო. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები