მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი

აშშ-ში მომავალი ეკონომიკური კრიზისის უტყუარი ინდიკატორი ამოქმედდა

Brendan McDermid / Reuters

2007 წლის შემდეგ, მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, აშშ-ს სახელმწიფო ვალის ობლიგაციების ბაზარზე პირველად, მოკლევადიანი ობლიგაციების უკეგებამ გადააჭარბა, გრძელვადიანი ობლიგაციების უკუგებას. ეს კი მომავალი რეცესიის ყველაზე უტყუარ ნიშნად მიიჩნევა.

ორი დღის წინ სავაჭრო დღის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, აშშ-ს სახელმიფო მოკლევადიანი ობლიგაციის უკეგებამ 1,2 საბაზისო პუნქტით გადააჭარბა, გრძელვადიანი ობლიგაციების უკუგებას. 

ფასიანი ქაღალდების ინვერსია დიდი ხნის განმავლობაში არ გაგრძელებულა, თუმცა 10 წლიანი და 2 წლიანი ობლიგაციების უკუგება მცირედით განსხვავდება. ამ დროისთვის გრძელვადიანი ობლიგაციების უკეგება 0,1%-ით აღემატება, მოკლევადიან ობლიგაციებს, თუმცა ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში სხვაობა 16 საბაზისო პუნქტს შეადგენდა, სპრედი ორი დღის განმავლობაში გაქრა.

ინვერსია და რეცესია

აშშ-ს მიერ გაცემული ორწლიანი სახაზინო ობლიგაციები, აშშ-ს მთავრობის მიერ გაცემული ყველაზე მოკლევადიანი ობლიგაციაა, რომელზეც უკუგება წელიწადში ორჯერ გაიცემა. სწორედ, ორწლიანი და ათწლიანი ქაღალდების დიფერენციალი მიიჩნევა ყველაზე მოთხოვნადად.

ბოლოს მსგავსი რამ, 2006-2007 წლებში დაფიქსირდა. ყველაზე დიდი სხვაობა გრძელვადიანი ქაღალების სასარგებლოდ, კი 2011 წელს მაშინ დაფიქსირდა, როდესაც აშშ-ს ეკონომიკა სრულად გამოვიდა რეცესიიდან.

მოკლევადიანი და გრძელვადიანი ქაღალდების ინვერსია, აშშ-ს მომავალი ეკონომიკური რეცესიის უტყუარ წინაპირობად ითვლება. ზოგადად გრძელვადიანი ქაღალდების მომგებიანობა, მოკლევადიანისას აღემატება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ გრძელვადიანი ქაღალდების შემთხვევაში გაურკვევლობის რისკი მაღალია, ამ რისკს კი სწორედ უკუგების უფრო მაღალი პროცენტი ფარავს. როდესაც ინვერსია ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ინვესტორები მოკლევადიან პერსპექტივაში უფრო დიდ რისკებს ხედავენ ვიდრე გრძელვადიანში.

1978 წლიდან ამ ქაღალდების ინვერსიას ყოველთვის მოსდევდა ეკონომიკური რეცესია ამერიკაში. სულ ასეთი შემთხვევა ხუთჯერ დაფიქსირდა და მათ შორის ყველა შემთხვევაში ამერიკაში რეცესია იწყებოდა.

ინვერსია, ყველა სახის გრძელვადიან ქაღალდებზე უკუგების მაჩვენებლის შემცირების ფონზე მოხდა. განვითარებადი სახელმწიფოების ვალუტების შესუსტების, ამერიკასა და ჩინეთს შორის მიმდინარე სატარიფო და სავალუტო ომის და ჰონგ-კონგში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ინვესტორების დიდ ნაწილს საკუთარი თანხები ნაკლებ რისკიან აქტივებში გადააქვთ, მაგალითად ოქროში ან აშშ-ს სახაზინო ობლიგაციებში.

მიმდინარე წლის მარტში ასევე ინვერსია დაფიქსირდა, აშშ-ს სახელმწიფო სამთვიან თამასუქებსა და ორწლიან ობლიგაციებს შორის. სამთვიანი თამასუქის უკუგება ამ დროისთვის აღემატება ორწლიანი ობლიგაციის მომგებიანობას.

ფედერალური სარეზერვო ბანკის, სან-ფრანცისკოს ოფისის ცნობით, სწორედ ეს ითვლება მომავალი რეცესიის უტყუარ წინაპირობად, როგორც წესი ასეთი ინვერსიებიდან მაქსიმუმ 14 თვეში ამერიკის ეკონომიკა რეცესიის ფაზაში შედის.

წინა კვირას Goldman&Sachs-მა შეამცირა აშშ-ს ეკონომიკის ზრდის მოსალოდნელი ტემპი. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში აშშ-ს ეკონომიკა 0,5%-ით გაიზარდა, შედარებისთვის პირველ კვარტალში ზრდა 0,8% იყო. 

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, პირველად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შემცირდა გერმანიის მშპ. ასევე, 1992 წლის შემდეგ ზრდის ისტორიულ მინიმუმზეა ჩინეთის ეკონომიკაც. ცნობისთვის აშშ, ჩინეთი და გერმანია ზომით მსოფლიოს, პირველი, მეორე და მეოთხე ეკონომიკებია შესაბამისად. ჯამურად ამ ქვეყნებზე გლობალური ეკონომიკის 30 პროცენტამდე მოდის.

ბოლო ეკონომიკური რეცესია აშშ-მ 2007-2009 წლებში გადაიტანა, ამ დროის განმავლობაში აშშ-ს მშპ 4,3%-ით შემცირდა, 30%-ით შემცირდა უძრავი ქონების ფასები, ხოლო ამერიკის უმსხვილესი 500 სააქციო კომპანიის S&P ინდექსი 57%-ით შემცირდა.

კომენტარები