ხელოვნური ინტელექტი

ხელოვნური ინტელექტით ვიდეოში ბილ ჰარდერს სახე რამდენჯერმე ეცვლება [VIDEO]

YouTube

YouTube-ზე ერთერთი გვერდი CtrlShiftFace ქმნის და აზიარებს ყალბ ვიდეოებს, სადაც ვიდეოს უწყვეტ კადრში ერთ ადამიანს, ამ შემთხვევაში ბილ ჰარდერს, თითქმის სრული სიზუსტით, რამდენჯერმე ეცვლება სახე. 

საცდელად გამოყენებულია ამერიკელი კომიკოსისა და მსახიობის ბილ ჰარდერის ვიდეო, სადაც 2008 წელს Saturday Night Live შოუში დევიდ ლეთერმანთან საუბრობს. დამუშავებულ ვიდეოში კი ბილ ჰარდერს რამდენჯერმე ეცვლება სახე - ვიდეოში ჰარდერი ტომ კრუზისა და სეთ როგენის სახეებს იღებს.

"ვინდოუსიდან პარალელურ სამყარომდე. მე ვქმნი გასართობ deepfake ვიდეოებს. ნუ დაიჯერებ ყველაფერს, რასაც ინტერნეტში ნახავ, კარგი?" - ვკითხულობთ YouTube გვერდის აღწერაში. 

მომხმარებლები წერენ, რომ გაოცებულები არიან ხელოვნური ინტელექტის მანიპულაციით. "მე ყოველთვის გაოცებული ვარ ახალი ტექნოლოგიებით, მაგრამ ეს საშიშია," - წერს ერთერთი მომხმარებელი, რომელიც ირწმუნება, რომ თავად ინჟინერია.

"ადამიანები მეტად კრიტიკულები უნდა იყვნენ. საზოგადოებამ იცის, რომ ფოტოშოპით სურათების დამუშავება შესაძლებელია, თუმცა არ იცის, რომ იგივე ვიდეოს შემთხვევაშიც არის შესაძლებელი," - ამბობს ვიდეოს შემქმნელი The Guardian-თან ინტერვიუში, პირობითი სახელით ტომი.

ვიდეო 1 კვირის წინ აიტვირთა და უკვე 3.9 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

იხილეთ ვიდეოს ორიგინალური ვერსია:

ვიდეოს შემქმნელის სხვა ნამუშევრები შეგიძლიათ მის YouTube გვერდზე იხილოთ.

კომენტარები