Woodstock

სხვა რაკურსით დანახული WOODSTOCK-ი

0 კომენტარი
ფესტივალის განმავლობაში რამდენიმეჯერ გაწვიმდა ფოტო: Getty Images

50 წლის წინ ჩატარებული WOODSTOCK-ის მუსიკალური ფესტივალი, უპირობოდ ბოლო ათწლეულების ყველაზე მნიშვნელოვან და გავლენიან კულტურულ ღონისძიებად იქცა. ფესტივალის განმავლობაში რამდენიმე ისტორიული მნიშვნელობის მუსიკალური პერფორმანსი შედგა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ WOODSTOCK-მა არაერთი თაობის ცხოვრების წესი სამუდამოდ შეცვალა. 

უმეტესად WOODSTOCK-ზე გადაღებული ვიდეო კადრების თუ ფოტოების უმრავლესობა ფესტივალს მხოლოდ ერთი რაკურსით წარმოაჩენს, თუმცა სინამდვილეში ფესტივალის მსვლელობა საგრძნობლად განსხვავდება იმისგან რასაც ფოტოებში ვხედავთ. 

წაროგიდგენთ 50 წლის WOODSTOCK-ზე გადაღებულ უცნობ ფოტოებს, რომლებიც ფესტივალს სხვა კუთხიდან დაგანახებთ.

woodstock-ის დასრულების შემდეგ ფესტივალის მთელი ტერიტორია ნარჩენებით და ნაგვით იყო სავსე Photo: Bill Eppridge / Getty Images

ფესტივალის განმავლობაში რამდენიმეჯერ გაწვიმდა Photo: Getty Images

ფესტივალის სტუმრები წვიმას ემალებიან Photo: John Dominis / Getty Images

ისევ წვიმა Photo: John Dominis / Getty Images

შეწუხები მამაკაცი ფესტივალისკენ მიმავალ გზაზე, რომელზეც უზარმაზარი საცობია Photo: Three Lions / Getty Images

ფესტივალის გზაზე უზარმაზარი საცობი წარმოიქმნა, ასეულობით ადამიანმა საკუთარი ავტომობილი შუა გზაში მიატოვე და ფესტივალისკენ ფეხით წავიდა Photo: Anonymous / AP

დაშავებული ახალგზარდა სასწრაფო დახმარების მოლოდინში, თუმცა უზარმაზარი საცობის გამო სასწრაფო მანქანის ბრიგადები ფესტივალის ტერიტორიამდე ვერ მიდიოდნენ Photo: Anonymous / AP

ფესტივალის სტუმრების ნაწილი უშუალოდ სასაფლაოს ტერიტორიაზე დაბანკდა Photo: John Dominis / Getty Images

ადგილობრივი პოლიციელი, დევნის ფესტივალის სტუმრების, რომლებიც კერძო ტერიტორიაზე გადავიდნენ Photo: Bettmann / Bettmann Archive

ახალგაზრდების უზარმაზარი რიგი წყლის ონკანთან Photo: Bill Eppridge / Getty Images

ფესტივალის სტუმრები საკვების მოლოდინში Photo: John Dominis / Getty Images

ფესტივალის სტუმრებს სამედიცინო დახმარებას უწევენ Photo: John Dominis / Getty Images

ფესტივალის განმავლობაში რამდნიმე ასეული დამსწრე საავადმყოფოებში ვეტფრენებით გადაიყვანეს, რადგანაც ფესტივალის ტერიტორიამდე სახმელეთო ტრანსპორტით გადაადგილება უბრალოდ შეუძლებელი იყო Photo: Bettmann / Bettmann Archive

ასე ისვენებდნენ ფესტივალის დამსწრეები შუალედებში Photo: Owen Franken / Getty Images

ფესტივალის სტუმრები სველი გადასაფარებელს წურავენ Photo: John Dominis / Getty Images

ასეთ პირობებში ადევნებდნენ თვალს ახალგაზრდები გამოსვლებს Photo: Bettmann / Bettmann Archive

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები