გვარამიას

ნიკა გვარამიამ ახალი ტელეკომპანია რეესტრში დაარეგისტრირა, მას "მთავარი არხი" ერქმევა

რუსთავი ორის ყოფილმა გენერალურმა დირექტრომა ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზია სახელწოდებით, "მთავარი არხი" რეესტრი უკვე დაარეგისტრირა. როგოც თავად გვარამია წერს, არხის საკონტროლო პაკეტის მფლობელი და გენერალური დირექტორი თავად იქნება. სამოქალაქო რეესტრის ამონაწერში, რომელსაც გავრამია თავად ავრცელებს, წერია, რომ ფინანსური დირექტორი იქნება ირაკლი ნიჟარაძე, ხოლო დირექტორებად გვარამიას გარდა, რუსთავი ორის ყოფილლი იურისტები დიმიტრი საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილიც არიან მითითებული. რაც შეეხება წილებს ამონაწერის მიხედვით, 51%-ის მფლობელი ნიკა გვარამიაა, ხოლო 49%-ის კახაბერ ანჯაფარიძე. 

"მაშ ასე, ტელეკომპანია “მთავარი არხი” დაფუძნდა. საკონტროლო პაკეტის მფლობელი და დირექტორი გახლავართ მე, თქვენი მონა მორჩილი. წილების ეს კომპოზიცია დროებითია და პირობითი. მალე გაიგებთ ინვესტორების, შენობის, სიხშირის და, თქვენი დიდი იმედი გვაქვს, ანგარიშის შესახებ, რომელზე თქვენი შემონატანი ერთი ლარიც კი ძალიან დაგვეხმარება ჩვენ და იქნება ინვესტიცია საქართველოს დასავლურ და დემოკრატიულ მომავალში.

მაშ ასე, ჩვენ ვიწყებთ! ძალიან მალე ეთერში! უფრო ადრე, ვიდრე გგონიათ," - წერს გვარამია.

გვარამიამ რუსთავი ორი მას შემდეგ დატოვა, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ქიბარ ხალვაშმა არხის დირექტორად პაატა სალია დანიშნა. ტელეკომპანიის დატოვებისდან მალევე გვარამიამ ახალი არხის შემქნა დაანონსა.

9 აგვისტოს ნიკა გვარამიას რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის, საჩივრის საფუძველზე ბრალი წარუდგინეს. 

პროკურატურის განცხადებით, გვარამიას ბრალად ედება "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დიდი ოდენობით თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისება და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვა".

 

 

კომენტარები