ქრთამის აღება

ქრთამის აღების ფაქტზე, თერჯოლის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

ello.org

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს 
თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ფაქტზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი გელა ქ., ხოლო  ქრთამის მიცემის ფაქტზე მოქალაქეები - კახი კ. და გია მ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ კახი კ-მ და გია მ-მ,  უნებართვო მშენებლობებისათვის სამსახურებრივი მფარველობის გაწევის და რეაგირების განუხორციელებლობის სანაცვლოდ გელა ქ-ს ქრთამის სახით შესთავაზეს და მოგვიანებით გადასცეს 1000 ლარი," - წერია განცხადებაში.

გამოძიება ქრთამის აღების და ქრთამის მიცემის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის  338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

კომენტარები