ანიმაციური ფილმები

კურდღელი როჯერისა და ვარდისფერი პანტერას შემქმნელი ანიმატორი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

BBC

ლეგენდარული ანიმატორი რიჩარდ უილიამსი, რომელიც ისეთ ცნობილ ანიმაციურ ფილმებზე მუშაობდა, როგორებიცაა "კურდღელი როჯერი" და "ვარდისფერი პანტერა" 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

უილიამსი 3 ოსკარისა და ამდენივე BAFTA-ს მფლობელი იყო. ის 16 აგვისტოს ბრისტოლის საგრაფოში ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა. 

ანიმატორი კანადაში დაიბადა და დიდ ბრიტანეთში 1950-იან წლებში გადავიდა საცხოვრებლად. 

"ბავშვობისას ყოველთვის მინდოდა დისნეიში აღმოვჩენილიყავი. ძალიან ჭკვიანი ტიპი ვიყავი ამიტომაც, ჩემი ნახატები ავიღე და დროთა განმავლობაში იქ მოვხვდი... 

მათ ჩემზე ისტორია ჩაწერეს, მე იქ 2 დღის განმავლობაში ვიყავი, შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, როგორი იყო ეს პატარა ბავშვისთვის,"- ყვება უილიამსი 2008 წელს BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

უილიამსი ყვება, რომ ამის შემდეგ მას ასწავლიდნენ, როგორ დაეხატა სწორად, რამაც მისივე თქმით, ანიმაციისადმი ყველანაირი ინტერესი დააკარგვინა. ანიმაციას ის 23 წლის ასაკში დაუბრუნდა. 

მისი პირველი ანიმაციური ფილმი "პატარა კუნძული" იყო, რომელიც 1958 წელს გამოვიდა და BAFTA მოიგო. პირველი ოსკარი კი მან 1971 წელს მიიღო, ანიმაციისთვის "საშობაო სიმღერა", რომელიც ჩარლზ დიკენსის მოთხრობაზეა შექმნილი.

კომენტარები